სასახლის ღობის საქმე - რა ჩვენება მისცა სასამართლოს ათონელის რეზიდენციის დაცვის თანამშრომელმა
საასხლის ღობის საქმე - თბილისის საქალაქო 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
- ამ საქმეში ბრალდებულები არიან: დავით ჟღენტი, ალექსანდრე გოგოლაძე, კახაბერ მჟავანაძე, ევა შაშიაშვილი, დავით სტურუა, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, კონსტანტინე კოკაია, გიორგი ჩახუნაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, ია დარახველიძე, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე და ჯანდრი თირქია.
- კონსტანტინე ჩახუნაშვილს, ია დარახველიძესა და ევა შაშიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული.
დღევანდელ სხდომას არ ესწრება ოთხი ბრალდებული: გოჩა ყატაშვილი, დავით ჟღენტი, კახაბერ მჟავანაძე და კონსტანტინე კოკაია. საქმეს მოსამართლე გიორგი გელაშვილი იხილავს.
პროცესზე ჩვენება მისცა სასახლის დაცვის თანამშრომელმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ აქციის მონაწილეები სცმდნენ, ზურგში ჯოხებს უყრატყამდენენ და ქვებს ესროდნენ.
ცნობისთვის, წინა პროცესზე სასახლის დაცვის სხვა თანამშროლემა თქვა, რომ აქციის მონაწილეებს ხელში მხოლოდ დროშები ჰქოდნათ.
დილის 9 საათზე მივედი სამსახურში და გადავიბარე ცვლა. საღამოს საათებში ტელევიზიის საშუალებით გავიგეთ ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეები რეზიდენციის მიმართულებით მოდიოდნენ, რის შემდეგაც შესაბამისი ზომები მივიღეთ.
დაახლოებით საღამოს 7 საათისთვის ეზოს ჭიშკარს ბოქლომი დავადეთ. ცოტა ხანში მოვიდნენ აქციის მონაწილეები და აგრესიულად იქცეოდნენ. გვაგინებდნენ, გვბლანძღავდნენ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს გვეძახდნენ.
მალევე დაიწყეს ჭიშკრის ჯანჯღარი, შემდეგ გადმოვიდნენ ღობეზე და რამდენიმე წუთში ეზოშიც შემოვიდნენ. ეს იყო პირველი შეტაკება.
გვირტყამდნენ წიხლებს. ფაქტობრივად, ეზოში შემოიჭრნენ და ფეხებს მირტყამდნენ. ამ დროს თავს ვიცავდი.
შემოჭრილები ეზოში გადაადგილდებოდნენ. ვეცადეთ, ჩვენი ძალებით შეგვეწინააღმდეგებინა, თუმცა უშედეგოდ.
ერთ-ერთ თანამშრომელს სახეში დაარტყეს, ხოლო ჩემს უფროსს ზურგში ჯოხი მოარტყეს. ასევე ისროდნენ ქვაფენილის ქვებს და დროშის ტარებსაც იყენებდნენ, - ამბობს სასახლის დაცვის თანამშრომელი.
- 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.