ქალი აქტივისტების, სესილი ბუთხუზის და მარიამ მელიქიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო
საქალაქო სასამართლოში ქალი აქტივისტების სასამართლო პროცესები უნდა გამართულიყო, თუმცა ორივე მათგანი გადაიდო.
საქმეს მოსამართლე მანუჩარ ცაცუა განიხილავდა.
სესილი ბუთხუზს და მარიამ მელიქიშვილს 18 დეკემბერს ტროტუარზე დგომას ედავებიან.
ორივე მათგანი ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიუხედავად, მათი პროტესტი გაგრძელდება და ვერც დაპატიმრება, ვერც ჯარიმა და ვერც ჩხრეკა ვერ შეაშინებთ, რადგან მათი მიზანი ქვეყნის გადარჩენაა.