ბრალი რაში მიგვიძღვის, გვიპასუხეთ - სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ზაქარია ალბუთაშვილი სასამართლოზე

13.03.26 13:55
ბრალი რაში მიგვიძღვის, გვიპასუხეთ - სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ზაქარია ალბუთაშვილი სასამართლოზე

ბრალი რაში მიგვიძღვის, გვიპასუხეთ - ასე მიმართა სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებულმა, ზაქარია ალბუთაშვილმა პროკურორს და პროკურატურის მოწმეს, სდდს-ს თანამშრომელს, გიორგი თათარაშვილს, რომელიც პროცესზე დაიკითხა. 

ზაქარია ალბუთაშვილმა სდდს-ს თანამშრომელს ჰკითხა - გააჩნია თუ არა დარბაზში მყოფი ბრალდებულების მიმართ პრეტენზია, რაზეც მოწმემ უპასუხა: „თქვენს მიმართ არ გამაჩნია არანაირი პრეტენზია“.

მე არანაირი დანაშაული არ მაქვს, მაგრამ განსასჯელის სკამზე ვარ. არავისთვის შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია და ჩვენ აქ რა გვინდა? ბრალი რაში მიგვიძღვის გვიპასუხეთ, რაში გვდებენ ბრალს, გვითხარით. თუ ჩვენ არანაირი დანაშაული არ მიგვიძღვის, თუ არანაირი შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია, გთხოვთ, გვითხარით, რისთვის ვსხედვართ?“ - განაცხადა ზაქარია ალბუთაშვილმა.

  • ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.