Reuters: ჰააგის სასამართლომ (ICC) ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო
ჰააგის სასამართლომ (ICC) ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - როგორც Reuters-ი წერს, ამის შესახებ სასამართლოს პროკურორებისგან გახდა ცნობილი.
საქმე ეხება ლუკაშენკოს ხელისუფლების მიერ ბელარუსის მოქალაქეების პოლიტიკური მოტივებით დევნას.
- აღსანიშნავია, რომ ბელარუსი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი არ არის, მაგრამ საქმე ლიეტუვამ აღძრა, რომელიც ამ სასამართლოს წევრია.
ლიეტუვამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურისგან მოითხოვა, გამოიძიოს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები ბელარუსში და აღნიშნა, რომ სავარაუდო დანაშაულების ელემენტების ნაწილი ლიეტუვის ტერიტორიაზე ჩაიდინეს, რომელიც სასამართლოს წევრია.
გამოძიების დაწყების გადაწყვეტილებამდე, რომელიც 12 მარტს გამოცხადდა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურამ წინასწარი შემოწმება ჩაატარა.
ICC-ის პროკურატურის თანახმად, აქვს გონივრული საფუძველი ივარაუდოს, რომ დანაშაულის ნაწილი მაინც ჩადენილია ლიეტუვის ტერიტორიაზე, რაც საქმის განხილვის საფუძველია.
პროკურორების განმარტებით, არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ბელარუსის ქმედებები მიმართული იყო მთავრობის „ფაქტობრივი ან სავარაუდო ოპონენტების“ წინააღმდეგ.