რომეო მიქაუტაძის საქმე დასკვნით ეტაპზეა - სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე საბოლოო სიტყვას ამბობს
რომეო მიქაუტაძე განაჩენის მოლოდინში - თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის პროცესი მიმდინარეობს. საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა.
ამ წუთებში, პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც, ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანი საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს.
პროცესის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატმა . როგორც უფლებადამცველი ამბობს, საპორცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ არის.
ჩვენი პოზიცია გამოსატან განაჩენთან დაკავშირებით არ შეცვლილა და კიდევ უფრო დავრწმუნდით ახლა, როდესაც შევაფასეთ ყველა ის მტკიცებულება. არცერთი წარმოდგენილი მტკიცებულება არ იზლევა იმის საფუძველს, რომ გამოტანილი იქნას გამამტყუნებელი განაჩენი. ბატონი რომეოც საბოლოო სიტყვას იტყვის.
თუ მოსამართლე ობიექტურად მიუდგება, ამ შემთხვევაში გამორიცხულია გამამტყუნებელი განაჩენი.
საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ არის", - განაცხადა დვოკატმა.
- სასამართლოში მხარეებმა საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა უკვე დაასრულეს.
ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. ბრალდების მხარის თქმით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი.