დავით ჩხეიძეს არაფერი დაუდგინდა ექსპერტიზით, ჩემს შემთხვევაშიც არაფერი დადგენილა - ნიკა კაცია
საგარეო ურთიერთობათა ექსპერტს, დავით ჩხეიძეს ბიოლოგიურ მასალაში ნარკოტიკული ნივთიერებების კვალი არ დაუდასტურდა. ჩხეიძე ამბობს, რომ მის სიტყვებს უკვე ოფიციალურად ამყარებს ექსპერტიზის დასკვნაც.
სამოქალაქო აქტივისტები, რომლებმაც თავიანთ თავზე გადაიტანეს აღნიშნული ბრალდებით პატიმრობა, ამბობენ, რომ ნარკოტიკულ ნივთიერებას პროპაგანდა მომიტინგეების გასაშავებლად იყენებს.
"9 თვის განმავლობაში მე ვიყავი უკანონო ტყვე. არაფერი დაუდგინდა ექსპერტიზით" - ამბობს ნიკა კაცია.
პროპაგანდა ნარკოტიკულ ნივთიერებას იყენებს, როგორც ინსტრუმენტს მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანები გააშავოს. ვინც აკვირდება მოვლენებს, მათ კარგად იციან სიმართლე, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც იჯერებენ ამ ტყუილს. მიუხედავად იმისა, რომ დავით ჩხეიძეს არაფერი დაუდგინდა ექსპერტიზით, ჩემს შემთხვევაშიც არაფერი დადგენილა და მიდებს მეც ეს დასკვნა, მაგრამ მწვავე იყო შედეგი, რადგან 9 თვის განმავლობაში მე ვიყავი უკანონო ტყვე", - ამბობს კაცია.
დავით ჩხეიძე 9 მარტს პოლიციამ თაბუკაშვილის განყოფილებაში ნარკოტესტირების საბაბით გადაიყვანა. განყოფილება მან გარკვეული დროის შემდეგ დატოვა.
მის განყოფილებაში გადაყვანას წინ უსწრებდა პროტესტის კიდევ ერთი მონაწილის, პაატა ალავერდაშვილის დაკავება. დავით ჩხეიძის თქმით, ის, მისი ცოლი, შვილები და ალავერდაშვილი აქციიდან ერთად მიდიოდნენ სახლებისკენ, როცა მანქანა პოლიციამ გააჩერა.