სისხლიანი ანგარიშსწორება სკოლის მოსწავლეებს შორის - დაჭრილია 2 მოზარდი

14.03.26 13:10
სისხლიანი ანგარიშსწორება სკოლის მოსწავლეებს შორის - დაჭრილია 2 მოზარდი

სისხლიანი ანგარიშსწორება სკოლის მოსწავლეებს შორის - რუსთავში ორი მოზარდია დაჭრილი. 

როგორც "პირველებს" ადგილობრივები ეუბნებიან, მოსწავლე ბიჭებს დაზიანებები დანით აქვთ მიყენებული.

არსებულია ინფორმაციით, დაპირისპირება მოსწავლეებს შორის 22-ე საჯარო სკოლასთან მოხდა. 

ადგილობრივების თქმით, თვითმხილველებმა ადგილზე სასწრაფო მალევე გამოიძახეს. დაჭრილი მოზარდები კლინიკა "რუსთავში" არიან გადაყვანილები. მათ სიცოცხლეს საფრთე არ ემუქრება. 

ფაქტი რუსთავში ერთი კვირის წინ მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. მომხდარზე გამოძიება 120-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.