"პირველების" ინფორმაციით, რიმა ოთარაშვილი თავისუფალია და მარნეულის მერიაში მუშაობას განაგრძობს
"პირველების" ინფორმაციით, მარნეულის მერიის თანამშრომელი და "ოცნების" სტაჟიანი მხარდამჭერი რიმა ოთარაშვილი, რომელიც სუს-მა თაღლითობის ბრალდებით დააკავა, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამ ინფორმაციას ჩვენ მარნეულში ადგილობრივები გვიდასტურებენ.
როგორც "პირველებს" ეუბნებიან, ოთარაშვილი გირაოთი გათავისუფლების შემდეგ მარნეულის მერიაში მუშაობას განაგრძობს.
დღეს "პირველების" ჯგუფი მარნეულში დილიდან ცდილობს რიმა ოთარშვილთან გასაუბრებას, თუმცა ის კამერებთან არ ჩნდება.
"ტვ პირველის" ჟურნალისტი ტელეფონზე დაუკავშირდა მარნეულის მერს, დაურ ისმაილოვს და ჰკითა, თუ რატომ დააბრუნეს თანამდებობაზე ქალი, რომლის წინააღმდეგაც სუს-ს გამოძიება აქვს დაწყებული. ისმაილოვმა კითვებს არ უპასუხა, თქვა რომ არ სცალია.
მარნეულის მერიის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ რიმა ოთარაშვილის თაღლითობის შესახებ მარნეულის მერს ინფორმაცია არ ჰქონდა
წინა კვირას სუს-ში თქვეს რომ სწორედ ოთარაშვილია ერთ-ერთი ის პიროვნება, რომელიც მოქალაქეეს დიდი ფულის სანაცვლოდ პირდებოდა მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტას..
სუს-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში ქალი, რომელიც მოქალაქეს 60 ათასი დოლარის ქრთამის სანაცვლოდ მერიაში გარანტიებს ჰპირდება, რიმა ოთარაშვილია - "ქართული ოცნების" სტაჟიანი გულშემატკივარი და მარნეულის მერიის თანამშრომელი. სუს-მა ოთარაშვილი იმ დროს დააკავა, როდესაც ქრთამის ნაწილი 5000 დოლარი მიუტანეს გადაითვალა და აიღო.