ექიმები ელენე ხოშტარიას ჰოსპიტალიზაციას ითხოვენ, "დროას"ლიდერი კატეგორიულ უარზეა

08.11.21 17:54
ექიმები ელენე ხოშტარიას ჰოსპიტალიზაციას ითხოვენ, "დროას"ლიდერი კატეგორიულ უარზეა

მედიკოსები ელენე ხოშტარიას კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაციას აძლევენ. შიმშილობის მე-6 დღეს ,,დროას" ლიდერი შეუძლოდ გახდა, გონება დაკარგა, რის შემდეგადაც შენობაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

როგორც ჟურნალისტებს ექიმმა განუმარტა, ხოშტარიამ გადასხმასა და ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა. ექიმის განცხადებით სასურველია, რომ ის კლინიკაში გადავიდეს.  

მონაცემები ნორმის ფარგლებშია. მედიკამენტურ დახმარებაზე უარი განაცხადა. გონების კარგვის ეპიზოდი ჰქონდა ჩვენს მოსვლამდე. რახან გონების კარგვის ეპიზოდი ჰქონდა, სასურველია, გადავიდეს სტაციონარში. შეიძლება, გამეორებაც მოხდეს - თქვა ექიმმა. 

ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ იშიმშილებს მანამ, სანამ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ. 

მსგავსი სიახლეები