ოპოზიციური ალიანსის წევრები სინდისის პატიმრების მშობლებს ხვდებიან
ოპოზიციური ალიანსის წევრები სინდისის პატიმრების მშობლებს ხვდებიან - პოლიტიკოსებს სურთ, პროევროპულ აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრებისგან მოისმინონ, როგორ უნდა გაგრძელდეს უწყვეტი წინააღმდეგობა, რას მოელიან ოპოზიციის ერთობისგან და თავად როგორ წარმოუდგენიათ მათი ოჯახის წევრების ციხეებიდან გათავისუფლება.
ჩვენ ადრეც ვხდებოდით პოლიტიკოსებს, მაგრამ ასე არ იყო, ამიტომ ახლა იმედი გვაქვს. გავიგებთ, რას ფიქრობენ თვითონ და რას შემოგვთავაზებენ.
ის რომ ბიჭებმა შეწყალება ითხოვონ, გამორიცხულია. ჩემი შვილი არასდროს ითხოვს შეწყალებას. თვითონ თხოვონ ერთმანეთს შეწყალება, რაც დაუსავეს ქვეყანას ", - ამბობს თორნიკე გოშაშის დედა, მარიზი კობახიძე.