ხანძარი იყო სამტრედიაში
ხანძარი იყო სამტრედიაში, სოფელ კეთილაურში. ცეცხლი სასაფლაოს ტერიტორიაზე, ბალახს ეკიდა.
როგორც „პირველებს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ.