პარლამენტის წინ გაშლილი კარვები პოლიციამ ღამით ნაგვის მანქანებს გაატანა - რა ხდება ადგილზე

15.03.26 11:30
პარლამენტის წინ გაშლილი კარვები პოლიციამ ღამით ნაგვის მანქანებს გაატანა - რა ხდება ადგილზე

პარლამენტის წინ გაშლილი კარვები ხალხს ღამით ჩამოართვეს. წვიმაში პროტესტის მონაწილეები პოლიციამ ღია ცის ქვეშ დატოვა. ადგილზე პირადად იყო მისული პოლიციის მაღალჩინოსანი გოგა მემანიშვილი. კარვები, რომელსაც წვიმაში უწყვეტი პროტესტის მონაწილეები თავს აფარებდნენ, პოლიციამ ნაგვის მანქანებს გაატანა. 

უამინდობის მიუხედავად, პროტესტის მონაწილეები ადგილზე რჩებიან. დარეჯან სხვიტარია ამბობს, რომ ნებისმიერ ამინდში იქნება პარლამენტთან მანამ, სანამ ხალხი არ გაიმარჯვებს.

ჯალათებისგან არაფერია გასაკვირი. ნაგვის მანქანა მოიყვანეს. მე დიდხანს არ გამოვედი კარვიდან. აქ აყარეს-დაყარეს ყველა კარავი და ჩემთან ბოლოსმოვიდნენ და "გამოდით", - მეუბნებიან. და გამოვედი მერე. ეტყობა, ბიძინამ გაიგო, რომ ისევ კარვები იდგა და ძილი დაეფრთხო ამით, ვერ მოისვენა, რომ ხალხმა პატარა გამარჯვებას მიაღწია და გამოუშვა ეს მისი მონები, ბიძინა ხო მონაა თვითონ რუსეთს და მონის მონები გამოუშვა დასარბევად. როცა ხალხი იყო, არავინ მოგვკარებია და ხალხი როგორც კი წავიდა, 15 ადამიანი დარჩა და 15 ადამიანს მოერეოდა ახლა 30 კაცი. როგორ ჰგონია მემანიშვილს, ბიძინა ისეთი კაცია, რომ ამას ყველაფერს დაუფასებს? რა თქმა უნდა, წვიმა იქნება, ქარი იქნება თუ თაკარა მზე იქნება, მე ვთქვი, სანამ არ გავიმარჯვებთ, ჩემი ადგილი იქნება უცვლელი, - ამბობს დარეჯან სხვიტარია. 

პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ პოლიციამ კარვების ჩამორთმევა აქციის მონაწილეებზე ზრუნვით ახსნა, რაც მისი თქმით, ლოგიკას მოკლებულია.  

მთავარი პრობლემა იყო გამჭვირვალე კარვების არარსებობაში. ჩავთვალეთ, რომ ეს არის ცინიკური განცხადება, იმიტომ, რომ ამ წვიმაში და ქარში რომ ადამიანს კარვიდან გამოგაგდებენ, ამას შენზე ზრუნვით როგორ უნდა ხსნიდნენ, გაუგებარია. იგივე მუხლის საფუძველზე, რა მუხლითაც კარავი წგავართვეს, ჩვენ შეგვზღუდეს ლეიბის შემოტანაშიც და ეს მუხლი ინტერპრეტირებულია ასე, რომ ის ნივთები, რომლითაც შეიძლება, აქციის მონაწილეებმა ააშენონ ბარიკადები,ა სეთი ნივთები უნდა ჩამოართვა ადამიანს. შესაბამისად, ამათ დაამკვიდრეს ახალი სტანდარტი, რომ შეიძლება ლეიბებით აშენდეს ბარიკადები. სხვა ლოგიკაში მათ ქმედებაში არ არის. აქციის მონაწილეები უნდა მივიდნენ იმ კონდიციამდე, რომ ან შეწყვიტონ, ან დაიხოცნონ - ეს არის მათი პოზიცია. ქალბატონო დარეჯანი აქციას არ წყვეტს და ამ ადამიანს თუ რამე მოუვა, მე პირადად ვპირდები ბიძინა ივანიშვილს, რომ პერსონალურად მასზე ვიძებ შურს, - ამბობს გედევან ფოფხაძე. 

მსგავსი სიახლეები