"შეკერილი ბრალით ვისჯებით" - სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ვახო ფიცხელაური
სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ვახო ფიცხელაური აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულებები გაყალბებულია და პროკურატურამ საქმე „შეუკერა“. ამის შესახებ მან "პირველებთან" სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.
ფიცხელაური ამბობს, რომ არც საპროცესო შეთანხმება სურთ, რადგან არ აპირებს აღიაროს ის, რაც არ ჩაუდენია.
მისივე თქმით, პროტესტის ნიშნად ხვალ დაგეგმილ სასამართლო პროცესს არ დაესწრება.
მე არცერთ სხდომას არ დავსწრებივარ, იმიტომ, რომ კლანურ სასამართლოს არ ვცნობ და შეკერილი ბრალით ვისჯებით სულყველანი. რომელ სასამართლოზეა ლაპარაკი, ქვეყანას ღუპავენ და მიათრევენ უფსკრულში. მოწმეები თითს ვერავის ადებენ, არანაირი მტკიცებულებები არ აქვთ, სასახლის ღობე გააქრეს საერთოდ საქმიდან და თავიდან ბოლომდე შეკერილია ყველაფერი. ეს ფარსში მონაწილეობა... ცირკია, მეტი არაფერი. საპროცესოს არ განვიხილავდ ა საერთოდ, მაგ საკითხზე არც შემეხმიანონ, იმიტომ, რომ როდესაც დამაკავეს, ჩემთან იყო შემოსული გამომძიებელი და არც შევხვდი და არც მაინტერესებს რაზე იყო შემოსული. მოკლედ, არ რეჟიმთან მე არც თანაშრომლობას ვაპირებ და მითუმეტეს, რაც არ დამიშავებია, იმის აღიარებას. ეგეთი რამე ჩემი მხრიდან არ იქნება, - ამბობს ვახო ფიცხელაური.
სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ უნდა მოისმინოს პოლიციელების ჩვენებები, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლების, რომლებიც ამტკიცებენ, რომ 4 ოქტომბრის მოვლენების დროს დაშავდნენ.
მტკიცებულებების არარსებობაზე და საქმის აბსურდულობაზე სუაბრობენ სასახლის ღობეზე დაკავებულების ადვოკატებიც. მათი თქმით, ჯერ ვერცერთმა მოწმემ ვერ დაადო ხელი რომელიმე ბრალდებულს.