ძლიერმა ქარმა სამტრედიაში ხე წააქცია

15.03.26 18:52
ძლიერმა ქარმა სამტრედიაში ხე წააქცია

სამტრედიაში, პოლიციის წინ მდებარე სკვერში, ძლიერმა ქარმა ხე წააქცია. ტერიტორიაზე, სადაც ხე წაიქცა, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჯერჯერობით უცნობია, ძლიერი ქარის შედეგად რა პრობლემები შეიქმნა მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიებზე.