პოლიციამ პარლამენტთან აქციის მონაწილეების კარვები აიღო - დემონსტრანტები ბრძოლის გაგრძელებას აანონსებენ

15.03.26 20:35
პოლიციამ პარლამენტთან აქციის მონაწილეების კარვები აიღო - დემონსტრანტები ბრძოლის გაგრძელებას აანონსებენ

პოლიციამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დემონსტრანტების კარვები აიღო და ნაგვის მანქანებში ჩატვირთა. შედეგად, ადგილზე მყოფი დაახლოებით 15 აქტივისტი ღამით წვიმაში, ღია ცის ქვეშ დარჩა.

სამართალდამცავებმა აღნიშნული ქმედება ტერიტორიის გაწმენდითა და პროტესტის მონაწილეების უსაფრთხოების უზრუნველყოფით ახსნეს. დემონსტრანტების თქმით, კარვების აღების დროს მათ უთხრეს, რომ ნივთები დროებით დაასაწყობებდნენ და მოგვიანებით უკან დააბრუნებდნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კარვებთან ერთად წაღებულია მათი პირადი ნივთებიც. მათ შორის არის დემონსტრანტი დარეჯან ცხვიტარია, რომლის კარავიც, მისი თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მეორედ აიღეს. იგი ამბობს, რომ ნივთების დაბრუნებას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.