სტიქია ტყიბულში - ევაკუირებული მოსახლეობა გეოლოგების დასკვნას ელოდება

15.03.26 20:43
სტიქია ტყიბულში - ევაკუირებული მოსახლეობა გეოლოგების დასკვნას ელოდება

ტყიბულში მეწყრული პროცესების გამო მძიმე ვითარებაა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და გზები, ადგილზე კი გეოლოგები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ.

სტიქიის გამო სოფელ კურსებიდან დაახლოებით 50 ოჯახი საცხოვრებელი სახლებიდან გაიყვანეს და ისინი დროებით ქუთაისში თავშესაფრებში არიან გადაყვანილი.

მოსახლეობა ამბობს, რომ მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია და საფრთხე შენობებსა და ინფრასტრუქტურას კვლავ ემუქრება. მათ განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ისიც, რომ მეწყრული ზონის ფარგლებში სოფლის სასაფლაოც მოხვდა.

სპეციალისტების დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა ევაკუირებული მოქალაქეები სოფელ კურსებში დაბრუნებას.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.