ბატონო მოსამართლევ, თქვენ შეგიძლიათ, ქართული მართლმსაჯულება გადაარჩინოთ, ან სამუდამოდ დაასამაროთ - ვეფხია კასრაძე

16.03.26 16:30
ბატონო მოსამართლევ, თქვენ შეგიძლიათ, ქართული მართლმსაჯულება გადაარჩინოთ, ან სამუდამოდ დაასამაროთ - ვეფხია კასრაძე

სინდისის პატიმრების საქმე სააპელაციოში - ერთადერთი ბრალდებული, რომელმაც სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა ვეფხია კასრაძე იყო.

მან იმ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც სახელმწიფო ბრალდებამ ამ პერიოდის განმავლობაში ვერ წარადგინა. მისი თქმით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ბრალდება, რომ მან ჯგუფურად ჩაიდინა ძალადობა, ექსპერტიზამ არ დაადასტურა და მობილური ტელეფონიდანა მოღებული ინფორმაციით, ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა.

მე ისეთი ჯოჯოხეთი მაქვს გავლილი ცხოვრებაში, ციხე ჩემთვის არაფერი არ არის, მაგრამ როდესაც ჩემი შვილები იტანჯებიან, როდესაც სამართალს ვერ ვპოულობ ქვეყანაში, მე რა უნდა ვქნა. ამხელ ბრძოლაში ვარ, ამხნის კაცი, მე რომ გავბოროტდე, ხომ შეი9ძლება რარაც საშინელი დანაშაულის და შურისძიების სურვილი ჩავიფიქრო. მე სახელმწიფო დანაშაულისკენ მიბიძგებს, თქვენ რომ ვინმემ გამოგკეტონ ციხეში, წელიწადნახევრით, როგორ გგონიათ, ეს თქვენთვის ასატანი იქნება? ჩახედეთ ამ ახალგაზრდებს თვალებში. მე ბედნიერი ვარ რომ ეს ახალგაზრდები გავიცანი. მე რომდ ამაკავეს, ძალიან ბევრმა მეგობარმა დამკარგა, შეეშინდათ, მაგრამ მე შევიძინე ეს არაჩვეულებრივი ადამიანები. ეს თაობა, როგორ შეიძლება სახელმწიფო ჩასვას ციხეში, არანაირი მტკიცებულება არცერთ ახალგაზრდაზე არ არსებობდა, როდესაც მომწე ამბობდა, ეს დამიზიანდა, ის დამიზიანდა, თქვენ არ იცით, როგორ განიცდიდნენ.

ხვალ თქვენ გიბრძანებენ, რომ თქვენი მეგობრის შვილს, უდანაშაულოს რომ მიუსაჯოთ და არ გექნებათ ძალა, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ. თქვენ შეგიძლიათ ბატონო მოსამართლევ, ქართული მართლმსაჯუელბა გადაარჩინოთ, ან სამუდამოდ დაასამაროთ თქვენი გადაწყვეტილებით. თქვენზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული, - თქვა კასრაძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში სინდისის 8 პატიმრის - ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის, გიორგი გორგაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილისა და ირაკლი მიმინოშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

 შემდეგი პროცესი 3 აპრილს ჩაინიშნა.

  • შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მათ ბრალი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. სამ მათგანს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურა სამივეს 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას სდებდა ბრალად.
  • დანარჩენ 5 ბრალდებულს: ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევსა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამ პირებს პროკურატურა 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.