უგუნური კითხვაა - დაპირისპირება ფასების კომისიის სხდომაზე
კამათი და დაპირისპირება იყო ცოტახნის წინ პარლამენტში, ფასების კომისიის სხდომაზე. დაპირისპირების ეპიზოდი მოჰყვა გახარიას გუნდის წევრის კითხვას, “დეილი ჯგუფის“ მიმართ.
ის დაინტერესდა “დეილი ჯგუფი“ თუ შეეცდებოდა კობახიძის ადმინისტრაციასთან “სიტუაციის დალაგებას“, რადგან, მათი ინფორმაციით, მათ მჭირდო კავშირები ჰქონდათ ღარიბაშვილის ადმინისტრაციასთან და პრობლემები ამ დროდმე, სწორედ ამიტომ არ შეჰქმნიათ.
თბილისში არ დატოვეთ არცერთი ჯიხურის ადგილი, მაღაზია, სადაც ოპერირებდა, პატარა ინდმეწარმე, ან შპს, თქვენ ასე სპეციალური გუნდი გყავთ, რომელიც იკვლევს ამ შპს-ეების ნავაჭრებს და ბრუნვებს და ამის შედეგად, ფართის მეპატრონეებს აყრევინებთ ამ პატარა საოჯახო მაღაზიებს და შედიხართ თქვენ. ეს არის თქვენი აგრესიული პოლიტიკის შედეგი, თქვენ ყოველთვის ტრაბახობდით, რომ კარგად გქონდათ დალაგებული მთავრობასთან სიტუაცია და დღეს მაინტერესებს, რა ხდება, ვეღარ გაქვთ სავარაუდოდ კარგად საქმეს, და კიდევ აპირებთ დალაგებას?, - თქვა გახაირას გუნდის წარმომადგენელმა.
მას უპასუხა “დეილი ჯგუფის“ წარმომადგენელმა და უარყო, რომ “მთავრობასთან დალაგებული ურთოერთობით ტრაბახობდა.“
მგონია, რომ უტრირებულია, ჩვეულებრივი ამბავია, ვიღაც სადღაც შედის, ვირაც გამოდის. სად ნახეთ, ჩემი ტრაბახი, არ ვტრაბახობ საერთოდ და ამაზე არ მიტრაბახია, რადგან ასე არ არის. მგონია, რომ მგონია, რომ არასწორ ადგილას დასვით ეს კითხვა, - უთხრა მას არჩილ გეგენავამ.
გახარიას გუნდის წარმომადგენელს ასევე უპასუხა ნინო წილოსანმა და მის კითხვას “უგუნური“ უწოდა.
რადგან ჩემი ოპოზიციონერი კოლეგის უგუნური კითხვის მეორე მხარე მთავრობაც იყო, მე უბრალოდ შევახსენებ, რომ ქართულ ჯიგრულ პონტში, მისი ლიდერის ხელწერაა და შეუძლია თავისკენ მოიკითხოს, - თქვა წილოსანმა, რომელსაც გახარიას გუნდის წევრმა მისი ინიციატივა შეახსენა, რა დროსაც, მისი თქმით, მან ქსელის წარმომადგენლებს ღარიბების დახლის გახსნა შესთავაზა, ისეთი პროდუქტი, რომელსაც მეორე დღეს ვადა უნდა გასვლოდა.