კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პლასტიკის ბოთლების აკრძალვის გადაწყვეტილება გაუქმდეს

16.03.26 20:55
კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პლასტიკის ბოთლების აკრძალვის გადაწყვეტილება გაუქმდეს

კობახიძე ადასტურებს, რომ სოლომონ პავლიაშვილის მოფიქრებულ, პლასტიკის აკრძალვის გეგმას იქამდე არ აამოქმედებს ვიდრე ბიზნესთან კონსულტაცია არ ექნება. ამით დადასტურდა, რომ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ გადაწყვეტილება მთავრობას ისე მიაღებინა, არც არაფერი უკითხვას იმ კომპანიებისთვის, რომელიც ათიათასობით ადამიანს ასაქმებს და საქართველოს ბიუჯეტს ასობით მილიონი ლარით ავსებს.

ბიზნესს არავინ ჰკითხა, არადა რომ ეკითხა ეტყოდნენ რომ მზად არიან, როგორც ევროპაში ხდება პლასტიკის გადამუშავება დაიწყონ, მოხმარებული ბოთლები სპეც საწარმოში გადაიტანონ და ახალი დაამზადონ. დრო, რომლსაც მთავრობა სასმელის მწარმოებლებს  აძლევს, თეორიულადაც კი შანსი არ არის რომ ეყოს პლასტიკიდან შუშის ბოთლზე გადაწყობას. 

თუ აკრძალვა ძალაში შევა, შედეგები მძიმე იქნება - მცირე ბიზნესებს შესაძლოა ქარხნების დახურვა მოუწიოთ, დიდ კომპანიებს კი წარმოების და სამუშაო ადგილების შემცირება ელით წინ. წარმოების შემცირება ნიშნავს ბიუჯეტში ნაკლებ გადასახადსაც და ქვეყნის ფინანსურ ზიანს - ასეთია ბაზარზე ერთ-ერთი დიდი მოთამაშის - "ეფეს საქართველოს" მოლოდინი.

დასავლურ სამყაროში ვერ შეხვდებით ვერცერთ ქვეყანას, სადაც მაღაზიაში პლასტიკის ბოთლით წყლის ყიდვას ვერ შეძლებთ. აკრძალვის ნაცვლად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები პლასტმასის გადამუშავების გზას ირჩევენ. სასმელების ინდუსტრია მზად არის მთავრობას საკუთარი არგუმენტები გააცნოს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში