აჭარაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

17.03.26 10:06
აჭარაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ბოლო რამდენიმე საათია, აჭარაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. 

არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც ატარებენ. 

"პირველების" ინფორმაციით, სპეცოპერაცია ერთდროულად რამდენიმე
ლოკაციაზე ჩატარდა და ჯერ დასრულებული არ არის. 

ამ ეტაპზე ვადგენთ კომკრეტულად სად და რომელი ჯგუფის დასაკავებლად დაიწყო ოპერაცია. 

სუსს და შს სამინისტროს ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებიათ. 

აჭარაში სპეცოპერაციის მიმდინარეობის შესახებ ცნობები პროსახელისუფლებო არხებმა გვიან ღამით გაავრცელეს.

მსგავსი სიახლეები