კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქია გადაყვანილი, სახალხო დამცველი, თიკა რუხაძე და ვანო ჩხარტიშვილი მივიდნენ

17.03.26 11:16
კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქია გადაყვანილი, სახალხო დამცველი, თიკა რუხაძე და ვანო ჩხარტიშვილი მივიდნენ

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქია გადაყვანილი, სასულიერო პირები, სახალხო დამცველი და ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი მივიდნენ. 

ლია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად კლინიკაში მივიდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მივიდა. ასევე, ადგილზე იმყოფება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძეც.

ცოტა ხნის წინ, კავკასიის მედიცინის ცენტში საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძეც გამოჩნდა.

კლინიკაში ასევე იმყოფებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე; სუს-ის ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე. 

ცნობისთვის, პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით ღამის სამ საათზე შეიყვანეს. ის რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ილია მეორის ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია.