ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - ბრალდებულის მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას ასრულებს
ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას ასრულებს - ძმები დავით და გიორგი მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესზე დღეს წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიონ, რაც პროკურატურის თქმით, აჩვენებს, ლევან ჯანგველაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ, როდესაც მოკლულ ბიზნესმენზე თვალთვალი ხორციელდებოდა, რომელი ბრალდებული რა დროს და სად გადაადგილდებოდა. ეს პროკურორის განცხადებით არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება.
დასაკითხ პირთა სიაში არის ის პირები, რომლებიც ამავე საქმეზე არიან ბრალდებულები, ასევე მსჯავრდებულები, თუმცა ნაწილმა მათგანმა ჩვენების მიცემაზე უარი თქვა, ამიტომაც შესაძლოა აღნიშნული პირები არ დაიკითხონ და პროკურატურამ სწორედ დღეს დაასრულოს მტკიცებულებების გამოკვლევა.
დღევანდელ სასამართლოზე ბრალდების მხარე გააგრძელეებს მტკიცებულებების გამოკვლევას. გამოვიკვლევთ როგორც წერილობით ისე ნივთიერ მტკიცებულებას, მათ შორის იმ ვიდეო-მასალას რომელიც არ გამოკვლეულა, ამ შემთვევაში "თაუერის" კამერებზეა საუბარი და შესაძლოა, დღეს ბრალდების მხარემ დაასრულოს მტკიცებულების გამოკვლევა", - განაცხადა პროკურომა ლევან ვეფხვაძემ სხდომისდ აწყებამდე.
სასამართლოს როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე სამართალდამცავები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მობილიზებულები არიან.
- ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.