სუს-ში დამიბარეს - უჩა ნანუაშვილი
ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი სუს-ში დაიბარეს - როგორც ნანუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზეა დაბარებული.
ეუთოს ექსპერტთან კომუნიკაცია თურმე უფლებადამცველების გვეკრძალება? - წერს ის სოციალურ ქსელში.
სუსმა უფლებადამცველების დევნა განაახლა!
გუშინ საღამოს დამირეკა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელმა, დაბარებული ვარ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზე, როგორც მივხვდი, ტელეეთერით დავით ქაცარავამ გახსენათო. :-) ეუთოს ექსპერტთან კომუნიკაცია თურმე უფლებადამცველების გვეკრძალება? მოსკოვის მექანიზმი როგორც ჩანს ძალიან აღელვებთ", - წერს ნანუაშვილი.