ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა (სასამართლო სხდომის დეტალები)

17.03.26 14:26
ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა (სასამართლო სხდომის დეტალები)

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - ცალკე წარმოებად მიმდინარე საქმეზე, სადაც ბრალდებულები დავით და გიორგი მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე არიან, ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა ორი მოწმის როზა ნარცისოვას და ილია მიკულსკის ჩვენებების გამოქვეყნებაზე, რომლებიც თბილისში ყოფნის დროს მაგისტრი მოსამართლის წინაშე არიან დაკითხული. 

ადვოკატებმა მოითხოვეს, რომ ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილლებულიყო. უფლებადამცველები მოწმების სასამართლოზე მოყვანის და ჯვარედინი დაკითხვის შესაძლელობას ითხოვდნენ.

პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლოს აუხსნა, რომ მოწმეები არ იმყოფებიან საქართველოში, ასევე ვერ ხერხდება მათთან დაკავშირება. საბოლოოდ მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 

ადვოკატი შორენა ნიქაბაძე: “გამოკითხვის ოქმებში წერია ილია მიკულსკის და როზა ნარცისოვას მობილურის ნომრები. თუ ეს ადამიანები რეალურები არიან, რატომ არ სცადა ბრალდებამ მათთან დაკავშირება?”
 
პროკურორი ლევან ვეფხვაძე: “სახელმწიფო ბრალმდებელი გიდასტურებთ ბატონო მოსამართლე, რომ ვცადეთ მათთან დაკავშირება და ვერ შევძელით”

მოსამართლე: “თუ მოწმე არ გამოცხადდა სხდომაზე გამოკითხვის დროს მიცემული ჩვენების დასადასტურებლად, უნდა მოხდეს მისი ჩვენების წაკითხვა თუ ის გარდაიცვალა, არ იმყოფება საქართველოში ან მისი ადგილსამყოფელი უცნობია.. წარმოდგენილია საზღვრის კვეთის დამადასტურბელი მტკიცებულება, რაც იმას ნიშნავს რომ აღნიშნული მოწმეები საქართველოში არ იმყოფებიან, შესაბამისად ბრალდების შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

მიქაძეების ადვოკატი ამბობს, რომ ილია მიკულსკის და როზა ნარცისოვას რეალური ვინაობა დაუდგენელია. მისივე თქმით, აღნიშნული მოწმეები  მაშინ გამოჩდნენ საქმეში, როცა მიქაძეების ბრალდების საქმეზე გამოძიება დასრულებული იყო. 

დღემდე ამ ადამიანების რეალური ვინაობები დაუდგენელია - ანუ არსებობენ ბუნებაში ეს ადამიანები? ესეც გაურკვეველია. ამ ეჭვს ჩვენ გვიღრმავებდა ის, რომ მკვლელობიდან 9 თვის მერე, სწორედ მაშინ გამოჩდნენ ისინი გამომძიებელთან და გადაწყვიტეს თითქოსდა ჩვენების მიცემა, როცა მიქაძეების ბრალდების საქმეზე გამოძიება იყო დასრულებული, ფარცხალაძის ბრალდების საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული არ იყო და ზუსტად შუაში, ორდღიან მონაკვეთში, მიიყვანეს მოწმეები საგამოძიებო ორგანოში, მიიღეს მათგან დეპონირებული ჩვენება, იმისთვის, რომ მოესპო დაცვის მხარისთვის შესაძლებლობა, რომ მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვისას შეკითხვები დაგვესვა მისთის", - განაცხადა შორენა ნიქაბაძემ. 

პროკურორი ლევან ვეფხვაძე "პირველებთან" ამბობს, რომ როგორც ილია მიკულსკი, ისე როზა ნარცისოვა რეალური პიროვნებები არიან. მისი თქმით მაგისტრ მოსამართლესთან აღნიშნული მოწმეების ოქმები გამოიკითხნენ მაგისტრი ხელმისაწვდომია და მისი ნახვა ადვოკატებს თავისუფლად შეუძლიათ. 

დღეს ბრალდების მხარემ დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა და ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა სამივე ბრალდებულის ბრალეულობა - კონკრეტულ დეტალებზე რა თქმა უნდა ბრალდების მხარე შემაჯამებელ სიტყვაში გაამახვილებს ყურადღებას. 

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე მთელი მონდომებით ცდილობდა, არ გამოქვეყნებულიყო 2 მოწმის ჩვენება- ეს არის ლევან ჯანგველაძის ახლობლები, რომლებმაც გამოძიებას მიაწოდეს ინფორმაცია ნებაყოფლობით, ჩამობრძანდნენ რუსეთიდან. შესაბამისად, ის დეტალები, რაც მათ ლევან ჯანგველაძისგან ჰქონდათ, მიაოწდეს გამოძიებას.

ბრალდების მხარემ შუამდგომლობები- საზღვრის კვეთები, რომ ეს ადამიანები არ არიან საქართველოში შემოსულები. რაც შეეხება დისტანციურ დაკითხვას, ზოგადად კანონმდებლობაში არის ჩანაწერი, როდესაც საზღვარი აქვთ დატოვებული და ვერ ხერხდება მათთან დაკავშირება, ხდება გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფრომაციის გამოქვეყნება. ერთ-ერთ მოწმეს აქვს მითითებული ნომერი, მეორე მოწმეს ამ შემთვევაში, როზა ნარცისოვას არ აქვს ტელეფონის ნომერი მითითებული. პირველ მოწმესთან, ილია მიკულსკისთან სცადა ბრალდების მხარემ დაკავშირება,  თუმცა ნომერზე ვერ მოხერხდა დაკავშირება. შესაბამისად ეს განვაცხადეთ სასამართლოზე. სასამართლომ მიიჩნია რომ არსებობდა მოწმეთა ჩვენების გამოქვეყნების შესაძლებლობა და დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა, მიუხედავად დაცვის მხარის პოზიციისა, რომ არ სურდათ ამ მოწმეების ჩვენების გამოქვეყნება. 

ეს ადამიანები არსებობენ, შეუძლიათ სხდომის ოქმებს მოუსმინონ. მაგისტრ მოსამართლესთან არიან დაკითხულები, არის სხდომის ოქმები და ე.ი. არსებობენ", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ. 

  • ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.