ჯანდაცვის მინისტრი უცხოელი ექიმების ჩამოყვანას არ გამორიცხავს

17.03.26 13:05
ჯანდაცვის მინისტრი უცხოელი ექიმების ჩამოყვანას არ გამორიცხავს

 

 

ჯანდაცვის მინისტრი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის შესახებ მედიას ინფორმაციას აწვდის. 

მისი განცხადებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაში არსებითი ცვლილება ამ ეტაპზე არაა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, "კავკასიის მედიცინის ცენტრში"  ყველა წამყვანი კლინიკის რეანიმატოლოგები იმყოფებიან.

მდგომარეობა კვლავაც არის პრაქტიკულად არსებითი ცვლილებების გარეშე და რაიმე არსებითი დინამიკის გარეშე, ჩვენ ვცდილობთ, რომ გარდა სტანდარტული კლასიკური მეთოდოლოგიისა, მაქსიმალურად თავი მოვუყაროთ ყველა მოსაზრებას, ყველა კომპეტენტურ აზრს, ყველა განსხვავებულ აზრს, რომელიც შეიძლება საკითხის ირგვლივ აღმოჩნდეს შედეგზე ორიენტირებული - იქნებ აღმოჩნდეს რაიმე შემოთავაზება, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს გარკვეული პროცედურები.

აქ არიან წამყავნი სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები, ცნობილი რეანიმატოლოგები, შესაბამისად, მათთან კონსულტაციების გავლა არის, რასაკვირველია, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია" - განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, ამ წუთის მონაცემებით, უცხეოში პატრიარქის გადაყვანა, მისი მდგომარეობის გათვალისწინებით არ იგეგმება.  მინისტრი უცხოეთიდან მედიკოსების ჩამოყვანას არ გამორიცხავს. 

 ამ წუთას მსგავსი რამ, მაგალითად უცხოეთში წაყვანასთან დაკავშირებული საკითხი არ განიხილება არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.

რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანას, როგორც და რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება, ბუნებრივია, რომ იქნება უზრუნველყოფილი. უკლებლივ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ ასეთი საჭიროება იქნეს უზრუნველყოფილი.

უნდა ვუთხრა საზოგადოებას, უკლებლივ ყველაფერი, რაც აუცილებელია პაციენტისთვის, რომ ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეს, უზრუნველყოფილია. ჩვენ ვსმჯელობთ, ვფიქრობთ იმასთან დაკავშირებით, რით შეიძლება კიდევ უფრო მეტი რესურსი იქნეს ჩართული იმისთვის, რომ უწმინდესის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ადამიანი იმყოფება ინტესნიური თერაპიის განყოფილებაში, რეანიმაციაში, პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ არავინ მისი მდგომარეობით არ შეიძლება დღეს კმაყოფილი იყოს. ჩვენ ვცდილობთ, რომ გავაუმჯობესოთ უწმინდესის მდგომარეობა" - განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის ინფორმაციით, კავკასიის მედიცინის ცენტრში კონსილიუმია შეკრებილი რის შემდეგაც გაკეთდება დამატებითი კომენტარი ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული და ინტუბირებულ მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა არასტაბილურია.