გერმანიის ელჩი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას გამოეხმაურა
გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში საქართველოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ეხმაურება.
პეტერ ფიშერი მწუხარებას გამოთქვამს ილია II-ის ჰოსპიტალიზაციის შესახებ.
მწუხარებას გამოვთქვამ უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ჰოსპიტალიზაციის შესახებ.
ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს იგი," - წერს პეტერ ფიშერი.
ცნობისთვის, პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით ღამის სამ საათზე შეიყვანეს. ის რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ილია მეორის ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია.