"რთული მდგომარეობაა, ინტენსიური მკურნალობა მიდის" - მიხეილ ყაველაშვილი პატრიარქზე

17.03.26 13:17
"რთული მდგომარეობაა, ინტენსიური მკურნალობა მიდის" - მიხეილ ყაველაშვილი პატრიარქზე

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე იმყოფება, მიხეილ ყაველაშვილი მივიდა. 

მისი თქმით, პატრიარქის მდგომარეობა რთულია, მაგრამ ინტენსიური მკურნალობა მიდის.

როგორც იცის ალბათ უკვე საზოგადოებამ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, რთული მდგომარეობაა, მაგრამ ინტენსიური მკურნალობა მიდის და იმედი უნდა ვიქონიოთ, ყველამ ვილოცოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს და პატრიარქი ისევ გამოჯანმრთელდეს და დგვიბრუნდეს," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. 

ცნობისთვის, პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით ღამის სამ საათზე შეიყვანეს. ის რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ილია მეორის ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია.  

ფოტო: ნეტგაზეთი