ჯანდაცვის მინისტრი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დამატებით კომენტარს აკეთებს

17.03.26 15:43
ჯანდაცვის მინისტრი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დამატებით კომენტარს აკეთებს

 

 

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დამატებით კომენტარი გააკეთა. 

მისი თქმით, გამართულ კონსილიუმზე გაანალიზდა არსებული კლინიკური მდგომარეობა და შეჯამდა  მიმდინარე მკურნალობის ეფექტიანობა და პერსპექტიულობა. 

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კონსილიუმზე ითქვა, რომ "მიმდინარეობს მკურნალობა სწორედ ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს". 

საზოგადოების ინტერესი აბსოლუტურად ლოგიკურია, ყველას აინტერესებს მდგომარეობაც, პერსპექტივებიც მკურნალობის და ყველაფერი ამ საკითხთან დაკავშირებული. გამართულ კონსილიუმზე, რასაკვირველია, რომ არც იყო მოლოდინები, საბოლოო პოზიციები დაფიქსირდებოდა და მზა გადაწყვეტილებები იარსებებდა, გაანალიზდა არსებული კლინიკური მდგომარეობა, მისი დადებითი, უარყოფითი მხარეები, რა შეიძლება იყოს პერსპექტიული ხედვის საფუძველი, რა პესიმისტური და ამ შეჯამების საფუძველზე შეჯამდა ახლა მიმდინარე მკურნალობის ეფექტიანობა და პერსპექტიულობა ამ თვალსაზრისით. რეალურად, გაანალიზდა და შესაბამისად ითქვა, რომ მიმდინარეობს მკურნალობა სწორედ ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს. სხვა ალტერნატივა ამ წუთას რეალურად არ არსებობს. 

მე დასაწყისშიც ვთქვი და რა თქმა უნდა, თავს შევიკავებ რაიმე ფორმულირებების მოძებნისგან. ყველანი უკმაყოფილოები ვართ, რა თქმა უნდა, არსებული მდგომარეობით, ყველას გვაქვს, რასაკვირველია მეტის და უკეთესის მოლოდინი და სურვილი. ეს არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი. ამისთვის უნდა გავაკეთოთ უკლებლივ ყველაფერი, სხვას არაფერს ამაზე მეტად მნიშვნელობა ამ წუთას არ აქვს. 

რაც შეეხება კონსილიუმზე გამოკვეთილ რჩევებს, მოსაზრებებს და ა.შ., მთავარი რაც გამოიკვეთა არის, უნდა დავაკვირდეთ პროცესებს დინამიკაში, ახლა ძალიან ბევრი რამე დამოკიდებულია, ასაკის, მდგომარეობის, ყველაფრის გათვალისწინებით, თვითონ ორგანიზმზე. ყველაფერი ეს მოგვცემს შესაძლებლობას თუნდაც რამდენიმე საათის შემდეგ ახალი მსჯელობა გაიმართოს, ახალ მონაცემებზე დაყრდნობით და ბუნებრივია, რომ რელევანტური იყოს მიღებული გადაწყვეტილება...

რასაკვირველია, თავიდან ბოლომდე, როგორც ამ ქვეყნის უბრალო მოქალაქე ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დიდი ინტერესის გამო და დიდი გულშემატკივრობის გამო, რა ტქმა უნდა, თავიდან ბოლომდე ჩართული ვარ. იმავდროულად, ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა, რომ ამ მკურნალობის პროცესს არ დააკლდეს, რაც შეიძლება რომელიმე აქ მყოფმა ექიმმა ჩათვალოს, რომ არის მკურნალობისთვის ეფექტიანობისთვის მიზანშეწონილი, რომ არსებობდეს. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ამას, ყველაფერს უკლებლივ შევასრულებთ," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.