"პაციენტის [პატრიარქის] მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე" - "კავკასიის მედიცინის ცენტრის" დირექტორი
"პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე" - ამის შესახებ "კავკასიის მედიცინის ცენტრის" დირექტორმა, სოფო ასპანძემ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქზე განაცხადა.
მისი თქმით, ილია მეორეს ყოველსაათობრივად უტარდება ანალიზი და მაჩვენებლები, ამ დროისთვის, კვლავ საკმაოდ საყურადრებოა.
პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო, მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, ამავდროულად შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც გააერთიანა ჩვენი ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები, ფაქტობრივად ისინი ყველანი შეჯერდნენ და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურანლო ღონისძიება არის ადეკვატური და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოვახდინოთ დაკვირვება ყველა პარამეტრის და მაქსიმალურად შეთანხმებულად ვიაროთ პატრიარქის ჯანმრთელობის მართვის საკითხებში.
რა ტქმა უნდა, პაციენტს უტარდება ყოველსაათობრივად ანალიზი, კრიტიკულ მედიცინის დეპარტამენტში მოთავსებულ პაციენტებს ზოგადად გაცილებით ინტენსიურად უტარდებათ ანალიზები. კვლავ მაჩვენებლები არის საკმაოდ საყურადღებო.
ალბათ სამინისტრომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება [უცხოეთიდან ექიმების მოწვევაზე], ჩვენ ღია ვართ ყველანაირი თანამშრომლობისთვის და აბსოლუტურად ყველანაირი კოოპერაციისთვის," - განაცხადა სოფო ასპანძემ.
ცნობისთვის, პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით ღამის სამ საათზე შეიყვანეს. ის რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ილია მეორის ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია.