ნამდვილად გასროლა იყო - დაშავებული პენსიონერი სპეცოპერაციის დეტალებს ჰყვება

17.03.26 16:38
ნამდვილად გასროლა იყო - დაშავებული პენსიონერი სპეცოპერაციის დეტალებს ჰყვება

 

 

ბათუმში, სპეცოპერაციის შედეგად დაშავებული ქალი შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიას, რომ ფანჯრის ჩამსხვრევის დროს დაშავდა, არ ადასტურებს. 75 წლის ქალი გასროლაზე საუბრობს. 

პენსიონერმა, რომელმაც "ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკა" ცოტა ხნის წინ დატოვა,  სპეცოპერაციის დეტალებზე "ბათუმელებთან" ინტერვიუში ისაუბრა. 

მისივე მტკიცებით, ამ სპეცოპერაციის შემდეგ სახლიდან გაქრა 20 გრამიანი ოქროს სამკაულიც. 

არ გაინძრეთ, თორემ გესვრითო. რატომ უნდა მესროლოთ, რამე დავაშავე-თქო?! ახლოს არ მოხვიდეთ, თორემ გესვრიო, რატომ უნდა მესროლოთ-მეთქი. ვეხვეწებოდი ნუ მაზარალებთ. ამის თქმა და გასროლა ერთი იყო. ეს რომ გასიროლა, ბიჭმა დაიყვირა, რა ქენით, დედაჩემს ესროლეთო?! უკნიდან ფანჯრიდან დაუძახეს, ეს რატომ გააკეთეთო. მესროლა და ფეხებზეც ვნახე, რო სისხლი მდიოდა , მერე უკვე აღარ მახსოვს, მერე სასწრაფო იყო მოსული დავინახე.

ჩემი შვილი ცოცხალი არ მენახოს, ნამდვილად გასროლა იყო. მინის ნამსხვრევები რანაირად. ეგ კი არა ოქრო მქონდა ბანკიდან გამოტანილი , ის ოქროც აღარაა, 20 გრამიანი ცეფი არაა. შვილს ვუთხარი მიდი ამა და ამ ადგილას მდიევსთქო და დედი, ეგ სუმკა ცარიელიაო ასე მითხრა. რა დავაშავე რა?“, - აღნიშნა თამარა მიქელაძემ.

შსს-ს მინისტრი სპეცოპერაციის დროს ქალის დაჭრის ფაქტს არ ადასტურებს - როგორც გელა გელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ქალი ფანჯრის ნამსხვრევებით დაშავდა და ის კლინიკიდან უკვე გაწერილია. 

დღეს შსს-სმ აჭარაში სპეცოპერაცია ჩაატარა - გელაძის უწყების ცნობით, "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს, რომელთაგან სამი ქალია. 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. 

მსგავსი სიახლეები