სასახლის ღობის საქმე - რა თქვეს პროცესზე პროკურატურის მოწმეებმა
სასამართლოში დღეს „სასახლის ღობის“ საქმეზე განხილვა მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა. მხარეების კითხვებს სასახლის დაცვის თანამშრომელმა, გიორგი თათრაშვილმა უპასუხა. მან სხდომაზე ღიად თქვა, რომ 4 ოქტომბერს სასახლის ღობე რამდენიმე წუთში გადაინგრა.
4 ოქტომბერს სასახლეში ვიყავით მოვიდნენ აქციის მონაწილეები.ჩვენ გვეცვა ფორმა, თუმცა ჩემმა არაერთმა თამნამშრომელმა მიიღო დაზიანება.
ღობე რომ გადავარდა, რამდენიმე ნაწილად დაიშალა. აქციის მონაწილეები შემოვიდნენ და გვეუბნებოდნენ, გადმოდით ჩვენს მხარესო. მოწოდებებს ვაკეთებდოთ, 8 კაცი რას ვიზამდით, ღობე რომ გადმოინგრააა მერე გამოვიდაა გდდ. რამდენიმე წუთი (დასჭირდა ღობის გადავარდნას), არ მახსოვს ალბათ 3-4 წუთი, არ დამითვლია. არც ტელეფონი მეჭირა არც ტაიმერი, რომ დამენიშნაა სავარაუდო დროს გეუბნებით, - თქვა მოწმემ.
თათარაშვილმა ასევე განმარტა, რომ სასახლის ღობეზე გარკვეული ნივთები ნამდვილად იყო დამაგრებული. მისი თქმით, ღობეზე ორნამენტული ნაწილები იყო დამაგრებული, იმისთვის, რომ ღობეს მეტი სიმყარე ჰქონოდა.
ღობე არ ყოფილა დაზიანებული. ეს არ იყო მავთული ეს იყო ორნამენტული ნაწილი და იჭერდა ღობის გადაბმებს, - თქვა თათარაშვილმა პროცესზე.
ამასთან, პროკურატურის მოწმემ ვერცერთი ბრალდებულის ამოცნობა ვერ შეძლო. თათარაშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ ბრალდებულების სახეზე ვერ იცნობდა, რადგან 4 ოქტომბერს მოვლენების ეპიცენტრში ქაოსი იყო და არც ვინმეს დამახსოვრება უცდია.
ადვოკატის კითხვაზე, ხომ არ იყვნენ იქ პროვოკატორები და რის საფუძველზე ასკვნის, რომ ძალადობრივ ქმედებებში მომიტინგეები მონაწილეობდნენ, თათარაშვილმა ასე უპასუხა:
თავს გვესხმოდნენ, ამიტომ გაგვიჩნდა ეჭვი, რომ იყვნენ აქციის მონაწილეები.
თათარაშვილთან ერთად პროცესზე პროკურატურის კიდევ ერთი მოწმე ნიკიტა ბეჟანიშვილიც გამოიკითხა. ბეჟაშვილს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს, თუმცა ბრალდებულების ამოცნობა ვერც მან შეძლო.
სხდომაზე გამოიკითხა კიდევ ერთი მოწმე -ექსპერტი, რომელმაც საგამოძიებო მოქმედებები ფოტოებზე ჩაატარა. ეს გარემოება ადვოკატებს აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ დოკუმენტი, რომელიც ექსპერტმა დაწერა, სანდო ვერ იქნება.
ექსპერტს უნდა გაეცა ისეთ კითხვებზე პასუხი, როგორიცაა რა დაზიანების კვალი აღენიშნებოდა, კონკრეტულად იყო თუ არა ჭრის კვალი კონკრეტულად სასახლის ღობის განცალკევების ადგილებში, თუმცა უშუალოდ დაცვის მხარის მიერ დასმული კითხვების საფუძველზე გაირკვა, რომ რეალურად, დასკვნა შეიძლება, არც კი იყოს კვლევაზე დაფუძნებული. მას არ ჩაუტარებია თავისი კვლევა ანუ ტრასოლოგიური ექსპერტიზა უშუალოდ ობიექტზე და მან ჩაატარა ეს ყველაფერი ფოტოსურათებზე, - ამბობს ადვოკატი.
სასახლის ღობის საქმეზე სასამართლო სხდომა 7 აპრილს განახლდება. პროცესზე საქმის მთავარი გამომძიებელი ზურა კუპრავა გამოიკითხება, რომელმაც უნდა თქვას, სად არის სასახლის ღობე, რომელიც დალუქულ მდგომარეობაშ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი.