მოსაყდრე შიო: შეინიშნება მცირედი უკეთესობა

17.03.26 18:10
მოსაყდრე შიო: შეინიშნება მცირედი უკეთესობა

 

 

როგორც ვიცით, უკვე მცირედი უკეთესობა შეინიშნება, რაც დამაიმედებელია, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საღამოს უფრო მეტი ინფორმაცია ექნება, თუ როგორი იქნება პატრიარქის მდგომარეობა.

სასულიერო პირმა მრევლს და სრულიად საქართველოს მოუწოდა, ილოცონ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის.

ახალს ვერაფერს ვერ გეტყვით. თურქეთიდან ღამის 01:00 საათისთვის ველოდებით რეანიმატოლოგს. ამჟამად მიმდინარეობს იგივე თერაპია, რომელიც აქამდე იყო დანიშნული. ელოდებიან, როგორი დინამიკა იქნება პატრიარქის მდგომარეობის იმისთვის, რომ განსაზღვრონ შემდგომი მოქმედება. მთავარია, ყველამ ვილოცოთ, მთელმა საქართველომ, მისი ჯანმრთელობისთვის.

ჯერჯერობით მეტი არაფერი ვიცი, ჩვენც ველოდებით ახალ ინფორმაციას. ვფიქრობ, საღამოს რაღაც გვეცოდინება. როგორც ვიცი, არის მცირედი უკეთესობა”, - განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ.