პატიმრობის მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულზეა - რას აჩვენებს სტატისტიკა

17.03.26 20:47
პატიმრობის მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულზეა - რას აჩვენებს სტატისტიკა

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2025 წელს სასამართლოებმა პატიმრობის გამოყენება 53%-მდე გაზარდეს. ეს ნიშნავს, რომ ბრალდებულთა თითქმის ნახევარი საპატიმრო დაწესებულებაში მოხვდა, რაც ბოლო წლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სტატისტიკის თანახმად, სულ 11 153 ადამიანი იხდიდა სასჯელს ან ელოდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში.

საქსტატის მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ გაიზარდა იმ პირთა რაოდენობაც, რომლებიც დაკავების შემდეგ, გირაოს ან სხვა ალტერნატიული ღონისძიების ნაცვლად, სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობაში დარჩნენ.

ადვოკატების შეფასებით, აღნიშნული ტენდენცია მიუთითებს, რომ სასამართლოები ხშირად აკმაყოფილებენ პროკურატურის შუამდგომლობებს და ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაშიც კი უპირატესობას პატიმრობას ანიჭებენ, მაშინ როდესაც შესაძლებელი იქნებოდა გირაოს ან ელექტრონული მონიტორინგის გამოყენება.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.