განბაჟება ძვირდება - ბიზნესი საფრთხეებზე საუბრობს და "ოცნებას" გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს
6 წლამდე ავტომობილების განბაჟება ძვირდება - შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა. ავტობიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციები სექტორს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს.
მიუხედავად იმისა, რომ 6 წელზე ძველი ავტომობილების იმპორტის აკრძალვაზე საბოლოოდ უარი ითქვა, განბაჟების ტარიფი მნიშვნელოვნად — დაახლოებით ხუთჯერ გაიზარდა. შედეგად, ირკვევა, რომ არც შედარებით ახალი ავტომობილების ჩამოყვანა იქნება იაფი მოქალაქეებისთვის.
ახალი წესების მიხედვით, ძრავის თითო კუბური სანტიმეტრის აქციზი 1.5 ლარამდე იზრდება. ეს ნიშნავს, რომ მაგალითად, 2022 წელს გამოშვებული ავტომობილის განბაჟება მინიმუმ 3 000 ლარი დაჯდება.
ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ბიუჯეტის შევსებას მოქალაქეებზე გაზრდილი ფინანსური წნეხის გზით ცდილობს.
ავტოიმპორტიორები ირაკლი კობახიძის პოზიციას ელოდებიან და მოითხოვენ, რომ კანონი ძალაში კონსულტაციების გარეშე არ შევიდეს. მათი მოთხოვნები უკვე წარდგენილია მთავრობის ადმინისტრაციაში, მათ შორისაა ავტომობილების ასაკობრივი ზღვრის 6-დან 10 წლამდე გაზრდა და აქციზის შემცირება.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.