„ბაბუ“, „დუკა“, „კალვერა“ - ქვეყანაში მილიონიან დავებს “ქურდები” წყვეტენ: რა აჩვენა ხმაურიანმა სპეცოპერაციამ

17.03.26 20:16
„ბაბუ“, „დუკა“, „კალვერა“ - ქვეყანაში მილიონიან დავებს “ქურდები” წყვეტენ: რა აჩვენა ხმაურიანმა სპეცოპერაციამ

ხელვაჩაურში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სპეცრაზმი დღეს გამთენიისას შევიდა. ოჯახის წევრებს ეძინათ, როდესაც ნიღბიანი და შეიარაღებული პირები სახლში შევარდნენ. შემთხვევის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი — ჩამსხვრეულია მინები, დამტვრეულია ავეჯი, ოთახებში კი სისხლის კვალი ფიქსირდება.

ოჯახის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაზიანებები მიიღო 75 წლის ქალმა, რომელიც ამტკიცებს, რომ სამართალდამცველებმა ძალას გადაამეტეს. მისი თქმით, წინააღმდეგობა არავის გაუწევია, თუმცა სპეცრაზმმა არაპროპორციული ძალა მაინც გამოიყენა.

დაზარალებული პენსიონერი დაკავებული ხვიჩა დუმბაძის დედაა.

რამდენიმე საათის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში შსს-ს წარმომადგენელმა, გელა გელაძემ, ბრალდებები უარყო. მისი თქმით, სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებს ცეცხლი არ გაუხსნიათ და ქალმა დაზიანებები ბლაგვი საგნის ზემოქმედებით, საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას მიიღო.

ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.