ბოლო ცნობები პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - სარჯველაძის კომენტარი

17.03.26 19:40
ბოლო ცნობები პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - სარჯველაძის კომენტარი

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ბოლო ცნობები მიაწოდა საზოგადოებას.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, დილიდანვე მიღებულია გადაწყვეტილება უცხოელი ექიმის მოწვევის შესახებ და რამდენიმე საათში დიდი ავტორიტეტის და კვალიფიკაციის მქონე თურქი ექიმი -რეანიმატოლოგი თბილისში იქნება.

სარჯველაძის თქმით, თურქი ექიმისგან უკეთეს რჩევას ელოდება.

დილიდანვე მიღებულია გადაწყვეტილება უცხოელი ექიმის მოწვევის შესახებ, ბილეთები შეძენილია და რამდენიმე საათში დიდი ავტორიტეტის და კვალიფიკაციის მქონე თურქი ექიმი -რეანიმატოლოგი იქნება თბილისში. კლინიკასთანაც მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ის დაშვებული იქნება სამუშაოდ, ყველა სამართლებრივ პროცედურას გავივლით იმისთვის, რომ მივიღოთ კვალიფიციური რჩევები თურქი ექიმისგან. მოლოდინი მაქვს რომ დასკვნები დაემთხვევა იმას, რა მეთოდოლოგიითაც მიმდინარეობს მკურნალობა, თუმცა ველოდებით უკეთეს რჩევას. ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც აქვს უწმინდესს, არ გვაძლევს იმის ფიქრის შესაძლებლობას, რომ გადავიყვანოთ, ასევე, ამჟამად მდგომარეობა ისეთია, რომ სხვაგან მკურნალობის საჭიროება, ობიექტურად არ არსებობს, ეს დაადასტურა სიტყვა-სიტყვით აქ დღეს გამართულმა კონისლიუმმა,- განაცხადა სარჯველაძემ.