საქართველოს მუსლიმთა სამმართველო: ვწუხვართ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო

17.03.26 19:51
საქართველოს მუსლიმთა სამმართველო: ვწუხვართ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. 

ისინი წუხილს გამოხატავენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

გამოვხატავ პატივისცემას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართ და ვწუხვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ამ რთულ დროს ვუსურვებთ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას, მხნეობასა და სიმტკიცეს. მისი მრავალწლიანი საქმიანობა — რელიგიათშორისი ურთიერთპატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში -უმნიშვნელოვანესია“, - ნათქვამია მუსლიმთა სამმართველოს განცხადებაში.