ზუგდიდში აქციების მედროშე, შალვა ესართია დააკავეს
დაკავებულია უწყვეტი პროტესტის მონაწილე ზუგდიდელი მედროშე. კადრებში, რომელიც გავრცელდა, ჩანს, რომ შალვა ესართიას ოთხი პოლიციელი ძალის გამოყენებით სვამს პატრულის მანქანაში.
როგორც “პირველებმა“ გაარკვია, აქტივისტს პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფას ედავებიან. ესართია, ზუგდიდის საპატრულო პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
წინასწარი ინფორმაციით, მას გარკვეული დაზიანება აღენიშნება, რის გამოც პოლიციის განყოფილებაში სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. სანახავად არ უშვებენ ადვოკატს.
შალვა ესართია არაერთხელ გამხდარა პოლიციელების სამიზნე, მას სიტყვა “მილიციელის“ გამო, ნიკოლოზ თორდიამაც უჩივლა და 7 დღით პატიმრობაშიც გაუშვეს.