კლინიკის დირექტორი: სიტუაცია მართულია, ამას მედიცინაში კრიტიკულად მძიმე კატეგორია ეწოდება

17.03.26 20:13
კლინიკის დირექტორი: სიტუაცია მართულია, ამას მედიცინაში კრიტიკულად მძიმე კატეგორია ეწოდება

სიტუაცია მართულია, ამას მედიცინაში კრიტიკულად მძიმე კატეგორია ეწოდება, - ამის შესახებ "კავკასიის მედიცინის ცენტრის" დირექტორმა, სოფო ასპანიძემ პატრიაქრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხდება ყველა ანალიზის და პარამეტრის კონტროლი საათობრივად და მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი ზუსტად საუბარი, როდესაც ჰემოდინამიკური პარამეტრები იქნება დამოუკიდებლად, მედიკამენტების გარეშე დაჭერილი.

სასიცოცხლოდ საჭიროება იყო პროცედურების, მათ შორის გასტროსკოპიის ჩატარების. ახლა რა თქმა უნდა სიტუაცია მართულია, თუმცა ამას მედიცინაში კრიტიკულად მძიმე კატეგორია ეწოდება. მაქსიმალურად ჰემოდინამიკის კორეგირება მიმდინარეობს, ეს ხდება მედიკამენტების ფონზე კვლავ. დამოკიდებულია თვითონ პატრიარქის ორგანიზმზე, თუ რის საშუალებას მოგვცემს, ამიტომ ხდება ყველა ანალიზის და პარამეტრის კონტროლი საათობრივად და მხოლოდ მას შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ამაზე, როდესაც ჰემოდინამიკური პარამეტრები იქნება დამოუკიდებლად, მედიკამენტების გარეშე დაჭერილი, - განაცხადა სოფო ასპანიძემ.