კლინიკასთან, სადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გარდაიცვალა, ხალხი იკრიბება
კლინიკასთან, სადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გარდაიცვალა, ხალხი იკრიბება.
ისინი სანთლებით ხელში დგანან.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II [ერისკაცობაში ილია შიოლაშვილი] 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში მეუფე შიომ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაფიძის კლინიკაში გუშინ, ორშაბათს, 16 მარტს, ნაშუადღევს მიიყვანეს, შემდეგ კი „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გადაიყვანეს.
კლინიკის წარმომადგენელის განცხადებით, მას კუჭიდან მასიური სისხდენა აღენიშნებოდა. ილია მეორე რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ილია II 48 წლის განმავლობაში უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
ბოლო წლების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.