ომბუდსმენი: მისი, როგორც ძლიერი პატრიარქის მოღვაწეობას, ისტორია განსაკუთრებულ ადგილს დაუმკვიდრებს
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო.
სახალხო დამცველის აპარატმა განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
„ილია მეორემ თავისი ძალისხმევით, დაუღალავი შრომითა და მტკიცე რწმენით შეძლო ეკლესიის როლისა და მნიშვნელობის გაძლიერება, არაერთი გამოწვევის წინაშე მყოფი ქვეყნის მრევლისთვის სულიერი ერთიანობისა და ეროვნული იდენტობის განმტკიცება.
მისი, როგორც ძლიერი პატრიარქის მოღვაწეობას, ისტორია განსაკუთრებულ ადგილს დაუმკვიდრებს”, - ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.