ეპისკოპოსი ზენონი: "როცა პატარა ვიყავი მეუბნებოდა: იმედო, რა კარგი სახელი გქვია, ჩემი იმედი ხარო. როცა გარდავიცვლები ჩემს საფლავზე მიმღერე “ჩემო ლამაზო სამშობლო, შენ კი გენაცვალეო”

18.03.26 00:16
ეპისკოპოსი ზენონი: "როცა პატარა ვიყავი მეუბნებოდა: იმედო, რა კარგი სახელი გქვია, ჩემი იმედი ხარო. როცა გარდავიცვლები ჩემს საფლავზე მიმღერე “ჩემო ლამაზო სამშობლო, შენ კი გენაცვალეო”

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"როცა პატარა ვიყავი მეუბნებოდა: იმედო, რა კარგი სახელი გქვია, ჩემი იმედი ხარო. როცა გარდავიცვლები ჩემს საფლავზე მიმღერე “ჩემო ლამაზო სამშობლო, შენ კი გენაცვალეო.” 
ყოველთა გულის მხილველმა ქრისტე ღმერთმა მიუტევოს ყოველი შეცოდება და მიჰმადლოს სულის განსვენება სასუფეველში სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს ილია მეორეს. ჩემს დაბადების დღეს მან ღვთივგანისვენა" - წერს მეუფე ზენონ იარაჯული. 

საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.