ილია მეორეს ცხედარი კლინიკიდან საპატრიარქოში გადაასვენეს

18.03.26 00:28
ილია მეორეს ცხედარი კლინიკიდან საპატრიარქოში გადაასვენეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II "კავკასიის მედიცინის ცენტრიდან" საპატრიარქოში გადაასვენეს. 

ინფორმაცია ჟურნალისტებს არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა დაუდასტურა. 

მისი თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რამდენიმე საათში სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.

კავკასიის მედიცინის ცენტრთან და საპატრიარქოსთან მოქალაქეები მას შემდეგ მივიდნენ, რაც გავრცელდა ინფორმაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ.