უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებით დამწუხრებული ვარ - ბაია ბრაჟე

18.03.26 10:17
უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებით დამწუხრებული ვარ - ბაია ბრაჟე

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. 

სამძიმრის წერილი ბრაჟემ  X-ზე გამოაქვეყნა

დამწუხრებული ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებით. მისი ერთგულება რწმენისადმი, ერთიანობისადმი და სულიერი ძალისადმი და ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისადმი, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება გასტანა, წარუშლელ მემკვიდრეობას ტოვებს", - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ზე.

საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.