აშშ-ს საელჩო: ილია II-ის ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას

18.03.26 10:21
აშშ-ს საელჩო: ილია II-ის ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას

თბილისში ამერიკის საელჩო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებსი გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს აქვეყნებს: 

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა.    

საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.