რომელი დღეები განიხილება პატრიარქის დაკრძალვის თარიღად?
პატრიარქის დაკრძალვის თარიღად 21 და 22 მარტი განიხილება - ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" საპატრიარქოდან წყარომ მიაწოდა.
ზუსტად 14:00 საათზე საპატრიარქოში სინოდის წევრები შეიკრიბებიან და კრების დასრულების შემდეგ იტყვიან თარიღს, როდის დაკრძალავენ უწმინდეს და უნეტარესს.
არის ვარაუდი, რომ ილია მეორეს, სხვა პატრიარქების მსგავსად, სიონის ტაძარში დაკძალავენ, თუმცა უფრო მეტი დეტალი სინოდის სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.
საპატრიარქოში სასულიერო პირები ნელ-ნელა იწყებენ მისვლას. ცნობილია რომ დღევანდელ სხდომას სინდოის ყველა წევრი დაესწრება.
ადგილზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. საპატრიარქოს კართან უამრავი სამართალდამცველია განლაგებული.
ცნობილია, რომ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. საქართველოს საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება.
საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.