რა ხდება საპატრიარქოსთან

18.03.26 11:19
რა ხდება საპატრიარქოსთან

საპატრიარქოსთან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. როგორც "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. დღეს ზუსტად 14:00 საათზე სინოდის სხდომაზე უნდა გაიმართოს.

საპატრიარქოში მისვლა უკვე დაიწყეს სასულიერო პირებმა. "პირველების" ინფორმაციით, კრებას სინოდის ყველა წევრი დაესწრება. 

ადგილზე მივიდა "ოცნების" დეპუტატი ბეჟან წაქაძეც. 

ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს. მინდა რომ ჩვენი პატრიარქის სული აცხონოს უფალმა. დარწმუნებყული ვარ ის იქიდან დაგვეხმარება სრულიად საქართველოს და სრულიად საქრისტიანოს.

არვიცი სინოდის კრებას ვინ დაესწრება (ხელისუფლების წარმომადგენლებიდან) ალბათ ერთიანი კომისია შექიმნება, როგორც მთავრობის ისე საპატრიარქოსი და ერთად გადაწყვეტენ დეტალებს, რაც იქნება დაკავშირებული პატრიარქის დაკრძალვასთან", - განაცხადა ბეჟან წაქაძემ. 

კრების დასრულების შემდეგ გამოცხადდება თარიღი, როდის დაკრძალავენ უწმინდეს და უნეტარესს. 

ცნობილია, რომ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ასევე მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. საქართველოს საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება.

საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.