შვედეთის საელჩო საქართველოში ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოში შვედეთის საელჩო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. საელჩომ სამძიმრის განცხადება ქართულ ენაზეც გაავრცელა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი. ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.