არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერები კობახიძეს და ყაველაშვილს ილია II-ის გარდაცვალების გამო უსამძიმრებენ

18.03.26 11:49
არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერები კობახიძეს და ყაველაშვილს ილია II-ის გარდაცვალების გამო უსამძიმრებენ

არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებს — მიხეილ ყაველაშვილსა და ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მისმა უდიდებულესობამ, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა, სამძიმრის წერილი გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. ასევე, მსგავსი წერილები გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა, მისმა უდიდებულესობამ, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ვიცე-პრემიერმა და საპრეზიდენტო სასამართლოს თავმჯდომარემ, მისმა უდიდებულესობამ, შეიხ მანსურ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანმა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.