იტალიის საელჩო საქართველოში ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

18.03.26 12:03
იტალიის საელჩო საქართველოში ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოში იტალიის საელჩო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს და სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს. შესაბამისი განცხადება საელჩომ ქართულ ენაზე გაავრცელა.

„გულწრფელად ვუსამძიმრებთ საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის სულიერი მამის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ქართულ ენაზე ვრცელდება.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.